მდინარე ხობში მოზარდი დაიხრჩო

მდინარე ხობში მეცხრე კლასის მოსწავლე დაიხრჩო. შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგაში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდი საცურაოდ მეგობრებთან ერთად იყო წასული.

ცხედარი ექსპერტიზისთვის პროზექტურაში გადაასვენეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი