მდინარეში ცხედარი იპოვეს

მაშველებმა მდინარე ლიახვში მოზარდის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ “რუსთავის 2”-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უდასტურებენ.

მოზარდის ცხედარი ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის, თუმცა გუშინ ცნობილი გახდა, რომ დროებით ოკუპირებულ ცხინვალში მდინარე ლიახვმა მოზარდი გაიტაცა, მას ნიქოზის კაშხლის სიახლოვეს ეძებდნენ.

დამატებითი ინფორმაცია, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი