მე მსოფლიო მაფასებს და თქვენ, მიუხედავად მილიარდებისა, არავინ ხართ! – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ხალხმა უნდა აიღოს ძალაუფლება ხელში.

“ყვარელს თქვენთვის დიდი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ეს ვენახი გახდა რუსული ღვინის ემბარგოს მიმართ წინააღმდეგობის ცენტრი, სწორედ ამ ვენახში ტარდებოდა უმნიშვნელოვანესი დიპლომატიური მოლაპარაკებები. იქ საწნახელში იდგნენ ამერიკელი სენატორები, რომელთაც ქართულ ღვინოს „თავისუფლების სასმელი“ უწოდეს, პრეზიდენტები, პრემიერები, მინისტრები და მონაკოს პრინცი.

ამ ვენახის ჩამორთმევა, ისევე როგორც მთლიანად ეს სამარცხვინო სასამართლო პროცესები ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს – შურისძიებას იმის გამო, რომ მე დავამარცხე კორუფცია საქართველოში, შემდეგ სერიოზულად შევავიწროვე იმავენაირი კორუფცია უკრაინაში და საერთოდ ვითვლები მსოფლიოს მასშტაბით კორუფციასთან და კრიმინალთან ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მებრძოლად“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, ახლა „ხალხმა უნდა აიღოს ძალაუფლება ხელში, ისე როგორც მოლდოვაში“.

კომენტარები

დატოვე კომენტარი