სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა მეგრული ჯიშის თხების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვა 25 მარტს გამოცხადდა, წინადადებები კი 31 მარტიდან 2 აპრილამდე მიიღება.
ტენდერის ფარგლებში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს ცენტრისთვის შემდეგი დასახელებისა და რაოდენობის თხების მიწოდება.
“დასახელება: მეგრული ჯიშის თხა – ნეზვი; შესასყიდ თხებს მოეთხოვებათ: კარგი განვითარება, ჯანმრთელობა, მეგრული ჯიშისათვის დამახასიათებელი ტიპიურობა და ჯიშის ნიშნების გამოხატვა; მაგარი კონსტიტუცია, მკვირცხლი ტემპერამენტი, კარგი ექსტერიერი მაგარი ძვალეულით”,- აღნიშნულია სატენდერო განაცხადში.
შესყიდვის მიზანი გადაშენების ზღვარზე მყოფი მეგრული ჯიშის თხის მოძიება, შენარჩუნება და საკოლექციო სანაშენო ჯგუფის შექმნაა.