მელიას პატიმრობა შეეფარდა და გარკვეული დროით თანამდებობას ვერ დაიკავებს

პარტია „ახალის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ რვა თვით პატიმრობა შეუფარდა. ასევე, მას აეკრძალა ორი წლით თანამდებობის დაკავება.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

სასამართლო სხდომას ნიკა მელია არ ესწრებოდა.

გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელია 25 000 ლარით დაჯარიმდა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით წარმოებულ 2019 წლის საქმეზე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი