მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები და დაღუპულთა ოჯახის წევრები ფულად დახმარებას მიიღებენ

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები და დაღუპულთა ოჯახის წევრები ფულად დახმარებას მიიღებენ, –  შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

განკარგულების მიხედვით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ.

“საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ”, – ნათქვამია განცხადბაში.

ცნობისთვის, 9 მაისს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი