საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეით ბრიგადას დარსებიდან 24 წელი შეუსრულდა. ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას იუბილე დასავლეთის სარდლობის სარდალმა, პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ მიულოცა.
ღონისძიებაზე, რომელსაც სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ, სამხედროები დააჯილდოეს. ცერემონიის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ საიუბილეო ტორტი გაიჭრა, რის შემდეგც მოწვეულ სტუმრებს მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო ტექნიკის დათვალიერების საშუალება ჰქონდათ.
1992 წელს სენაკში ჩამოყალიბდა დანაყოფი, რომელსაც 21-ე მექანიზირებული ბრიგადა ეწოდა, 2004 წელს კი მის ბაზაზე მეორე ქვეითი ბრიგადა შეიქმნა.