ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ თანამდებობა დატოვა.
როგორც ქვარაიამ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას უკავშირდება.
„მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანამშრომლებს, ქალაქის მერს, სამხარეო ადმინისტრაციას. ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის იყო პროდუქტიული და საქმიანი. ჩვენ ყველა ერთად ვცდილობდით გდაგვეწყვიტა ის პრობლემები, რომლებიც აწუხებდა ჩვენ ქალაქს და თანაქალაქლებს. მინდა მადლობა ვუთხრა აწ უკვე ყოფილ გამგებელს ედიშერ თოლორაიას და ვუსურვო წარმატებები ახალ პოლიტიკურ ასპარეზზე. მადლობა ყველა ადამიანს, ვინც იყო საქმიანი, კონსტრუქციული და მონდომებული ჩვენთან ერთად, რომ ყველა გამოწვევა წარმატებულად გადაგვეწყვიტა. მადლობა არასამთავრობო სექტორს, მე ყოველთვის ვიქნები მათტან თანამშრომლობის რეჟიმში. მადლობა მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც ყოველთვის აქტიურად აშუქებდნენ ჩვენი უწყების სიახლეებს“, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.
შეგახსენებთ, რომ მერაბ ქვარაია საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება – დემოკრატული საქართველოდან” კენჭს ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარად იყრის.