ზუგდიდის მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებს სააღდგომო საჩუქრებს გადასცემს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ტრადიციულად, სააღდგომოდ, სასაჩუქრე კალათებს მერია მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა დედებს, დედ-მამით ობოლ ბავშვებს, ომის ვეტერანებს, 100 წელს გადაცილებულ ადამიანებს და სოციალური საცხოვრისის ბენეფიცარებს გადასცემს, სულ დაახლოებით 550-მდე ოჯახს.
სასაჩუქრე კალათები საკვებ პროდუქტებს მოიცავს და ერთი კალათის ღირებულება 62 ლარია. ზუგდიდის მერიამ სასაჩუქრე კალათები დღეს სოციალური საცხოვრისის 250 ბენეფიციარს გადასცა