მერმა დაშავებული მეხანძრე-მაშველები საავადმყოფოში მოინახულა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ მის მოადგილესთან, კონსტანტინე კაკავასთან ერთად ჭითაწყარში, ონარიის დასახლებაში ხანძრის შედეგად დაშავებული ორი მეხანძრე-მაშველი, მალხაზ ჯილანძე და ონისე შარია საავადმყოფოში მოინახულა. მაშველებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

რაც შეეხება, ონარიის დასახლებაში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს. დამწვარია ორსართულიანი ბინის, მეორე სართული. ამ წუთებში, ადგილზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ რათა მოხდეს დაზარალებული ოჯახების სუფთა და უსაფრთხო ადგილას გადაყვანა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი შენგელიას განცხადებით, პირველ რიგში მოხდება ოჯახების დაბინავება შემდგომ კი, თითოეულ ოჯახს, მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული შესაბამისი პროგრამით გაეწევა დახმარება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი