მესროლეს ტყვია, რომელმაც ყურის ზედა ნაწილი გამიხვრიტა – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამართალდამცავებსა და საიდუმლო სამსახურს სწრაფი რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.

“რაც მთავარია, მინდა მივუსამძიმრო მოკლულის ოჯახს და ასევე, მძიმედ დაშავებულის ოჯახს. წარმოუდგენელია, რომ ასეთი ქმედება შეიძლება ჩვენს ქვეყანაში მოხდეს. მე მესროლეს ტყვია, რომელმაც მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გამიხვრიტა. როცა ზუზუნის და სროლის ხმა გავიგონე, მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, რომ და მაშინვე ვიგრძენი ტყვია კანში. დიდი სისხლდენა იყო, ამიტომ მივხვდი, რა ხდებოდა. ღმერთმა დალოცოს ამერიკა!”, – წერს ტრამპი.

დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. 

კომენტარები

დატოვე კომენტარი