მესტიაში სტარტი აიღო ქართველი ალპინისტის მიხეილ ხერგიანის საერთაშორისო მემორიალმა მეკლდეურობაში. მონაწილეები კლდეზე ცოცვის ოთხ სახეობაში ეჯიბრებიან ერთმანეთს. ესენია: სწრაფი ცოცვა, რთული და ბუნებრივ კლდეზე ინდივიდუალური ცოცვა ორ ჯგუფად მთასა და ბარში.
ხერგიანის სახელობის მემორიალი 2009 წლიდან იმართება და მასში მონაწილეობას იღებენ უძლიერესი მეკლდეურები და სპორტსმენები საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
“წელს მიშა ხერგიანის სახელობის საერთაშორისო მემორიალში მონაწილეობს 60-მდე პროფესიონალი მეკლდეურები სხვადახვა ასაკის კატეგორიაში, როგორც გოგონები ასევე ვაჟები, წელს უკვე მესამედ მონაწილეობენ ასევე სპორტსმენები აზერბაიჯანიდან. თქვენ იცით, რომ მეკლდეურობა ოლიმპიური სახეობის სპორტი გახდა 2020 წლის ოლიმპიადისთვის, რამაც მეტი პოპულარობა შესძინა მას. მინდა, ყველა მონაწილეს წარმატებები ვუსურვო”, განაცხადა საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მირზა ლიპარტელიანმა.
ჩემპიონატი დღეს გაიხსნა და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
გამარჯვებულებს გადაეცემათ სპეციალური ჯილდოები და მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის მიერ დაწესებული ფულადი პრიზები – 500 ლარი პირველ ადგილზე გასულ გამარჯვებულს, 300 – მეორეზე, ხოლო 100 მესამე ადგილზე გასულ მონაწილეს.