მესტია-ზუგდიდის გზაზე ავტომობილების გადაადგილება აღდგა

ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე ავტომობილების მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა.

ადგილზე გეოლოგები მუშაობდნენ, რომლებმაც დღეს სპეციალური დასკვნა უნდა გამოაქვეყნონ გზის სრულად აღდგენასთან დაკავშირებით.

ადგილზე იმყოფებიან საგზაო დეპარტამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე მობილიზებულები არიან მაშველთა ჯგუფები, რომელთა დახმარებით, სვანეთიდან გადაუდებელი საჭიროების მქონე მოქალაქეები გადმოდიან.

ცნობისთვის, მესტია-ზუგდიდის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 43-ე კილომეტრზე კლდე ჩამოიშალა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი