მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარში ძმამ ძმა მოკლა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთდაპირისპირება უძღოდა. 
მკვლელობა გასულ ღამით მოხდა. ბრალდებული დაკავებულია. ის დანაშაულს აღიარებს. 
 
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

