მესტიაში ხანძრის ქრობის პროცესში ავიაციამ მუშაობა დილიდან განაახლა


მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის პროცესში ავიაციამ მუშაობა დილიდან განაახლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო სამსახურის შესაბამისი ძალები მონაწილეობენ.

უწყების ინფორმაციით, ცეცხლის კერა დასახლებული პუნქტიდან შორს არის და მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის.

ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი