მესტიაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

მესტიაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს რაიონის შესასვლელში ცენტრალური გზა აქვთ გადაკეტილი.

ისინი „ქართული ოცნების“ წევრის, თემურ შუბითიძის ცემაში ბრალდებული ოთხი პირის გათავისუფლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გზის გახსნას არ აპირებენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ოთხივე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტია და ისინი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ იბრძვიან.

კომენტარები

დატოვე კომენტარი