მესტიაში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი მოკლეს

“Newsportal.ge”-ის ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტში შელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცი ბესო იოსელიანი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოხდა.

იოსელიანი სასაზღვრო პოლიციაში მუშაობდა და შელაპარაკება თანამშრომელსა და მას შორის მოხდა, რა დროსაც მხარეებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევის შედეგად იოსელიანი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც “Newsportal.ge”-ის მულახის რწმუნებულმა სოსო ზურებიანმა განუცხადა, “პირი, რომელმაც იოსელიანი მოკლა, ჯერჯერობით დაკავებული არაა, რადგან ვერ პოულობენ”.

მისივე თქმით, “მისთვის უცნობია შელაპარაკების მიზეზი, თუმცა ინციდენტის დროს მკვლელი სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა”.

მომხდარზე განცხადება გაავრცელა პროკურატურამ:

“სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა მესტიის რაიონის სოფელ მულახში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 20 აპრილს, მესტიის რაიონის სოფელ მულახში, შსს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მულახის მე-2 სასაზღვრო პუნქტის მესაზღვრემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ამავე სასაზღვრო პუნქტის თანამშრომელს ბ.ი.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, რის შედეგადაც ბ.ი. ადგილზე გარდაიცვალა.სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება გადაუდებელი და აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ასევე დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით ხორციელდება შესაბამისი სამძებრო ღონისძიებები”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი