აუდიტის სამსახურმა 2017-2018 წელბში მესტიის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროგრამების შესაბამისობა შეისწავლა და მთელი რიგი ნაკლოვანებები გამოავლინა.
მაგალითად: 2017-2018 წლებში 7 სხვადასხვა ღონისძიებას, რომელთა საკასო ხარჯი 86.6 ათასი ლარია, ორგანიზება გაუკეთა ა(ა)იპ-მა − „ახალგაზრდები მთისთვის“
დოკუმენტაციის მიხედვით ა(ა)იპ რეგისტრირებულია 2016 წელს, დამფუძნებელთა ჯგუფის მიერ. სუბიექტის მმართველი ორგანოა გამგეობა, რომელიც შედგება წევრთა საერთო კრების მიერ არჩეული წევრებისგან.
ზემოთაღნიშნული მომსახურებების მიწოდებაზე გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც ხელმოწერილია მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის ან მთავარი სპეციალისტის მიერ.
ა(ა)იპ-ის გამგეობის პერსონალური შემადგენლობის შესწავლით კი გამოვლინდა, რომ გამგეობის 7-დან 3 წევრი შესამოწმებელ პერიოდში მუშაობდა მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურში.
აქედან გამომდინარე, აღნიშნული სამსახურის წარმომადგენლები იბარებდნენ მათივე ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული სუბიექტის მიერ გწეულ მომსახურებას, მაგალითად: 2017 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზებისათვის შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტს შემსყიდველის მხრიდან ხელს აწერს აღნიშნული სამსახურის უფროსი, რომელიც იმავდროულად იყო ა(ა)იპ-ის თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი. მიმწოდებლის მხრიდან დოკუმენტს ხელს აწერს ა(ა)იპ-ის გამგეობის თავმჯდომარე, რომელიც იმ დროს უკვე დასაქმებული იყო იმავე სამსახურში, წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე.
2017 წლის ივლისში ფესტივალ „სვანეთობა 2017“-ის ორგანიზების მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტს ასევე ხელს აწერენ სამსახურის უფროსი და ა(ა)იპ-ის გამგეობის თავმჯდომარე, რომლებიც თანამშრომლები იყვნენ.