მესტიაში მეკლდეურობის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება

1 სექტემბერს, 11 საათზე მესტიაში ცნობილი ქართველი მთამსვლელის მიხეილ ხერგიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირი მეკლდეურობაში  სტარტს აიღებს.
ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებისა და აზერბაიჯანის ნაკრები გუნდები.
შეჯიბრება  საერთაშორისო წესების მიხედვით, რთულ ცოცვასა და სწრაფ ცოცვაში, როგორც ბუნებრივ ასევე ხელოვნურ რელიეფზე ჩატარდება. ხელოვნურ რელიეფზე შეჯიბრი გაიმართება მულახის სპორტკომპლექსში, ახალაშენებულ სტანდარტულ კედელზე. ბუნებრივ კედელზე კი შეჯიბრი  „ჭალაადის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
ტურნირი საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაცის, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო ორგანიზებით იმართება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი