მესტიის საკრებულოს წევრის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

მესტიის საკრებულოს წევრის, ლომარ ნიგურიანის მკვლელობაში ბრალდებულ მამუკა ნიგურიანი დამნაშავედ ცნეს.

მოსამართლემ მას თავისუფლების 13 წლით აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. მამუკა ნიგურიანი მიმალვაშია.

2017 წლის 25 დეკემბერს მესტიის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლომარ ნიგურიანი ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარ ეზოში მოკლეს.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი