მეუფე გერასიმე ხელისუფლებას ვლაქერნობის დღესასწაულის დასვენების დღედ გამოცხადებას სთხოვს

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე ინიციატივით გამოდის, ვლაქერნობის დღესასწაული, 15 ივლისი ზუგდიდში დასვენების დღედ გამოცხადდეს.

ამის შესახებ მეუფემ სადღესასწაულო ქადაგების დროს განაცხადა.

“მივმართავ ჩვენს ხელისუფლებას, რომ ეს დღე გამოაცხადოს დასვენების დღედ ზუგდიდში, რათა ყველა მორწმუნეს ჰქონდეს საშუალება, რომ სიწმინდე მოილოცოს”, – აღნიშნა მეუფემ. მისივე თქმით, დღეს ორშაბათია, რის გამოც ყველა მსურველმა ტაძარში მოსვლა ვერ მოახერხა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი