მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს ავეცელებს სადაც წერს, რომ მას დაკავების მოლოდინი კიევის დატოვების შემდეგ ჰქონდა.

„ჩემო ძვირფასო თანამებრძოლებო და ჩემო სათაყვანებელო ქართველო საზოგადოება, როცა ყველაფერი მივატოვე კიევში და ჩამოვედი, ვიცოდი რომ, დიდი ალბათობით, დამაკავებდნენ. დამაკავებდნენ სრულიად მოგონილი ყალბი განაჩენებით, რომლებიც თავის დროზე, მათ შორის, პუტინის დაკვეთით გამომიტანეს. მსოფლიოს არცერთი ქვეყანა რუსეთის გარდა ამ განაჩენს არ აღიარებს, მაგრამ მე მაინც ჩამოვედი, ვინაიდან მჯერა, ჩემი ქვეყნის და თითოეული თქვენგანის. ძალიან მინდა გთხოვოთ, ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, რათა არ დაიკარგოს არცერთი ხმა და ამის შემდეგ ყველამ ერთად დავიცვათ რეფერენდუმის შედეგები. ჩემი თავისუფლება და რაც ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს თავისუფლება მთლიანად დამოკიდებულია თქვენს აქტივობასა და ბრძოლისუნარიანობაზე უახლოეს დღეებში. ამაზეა ასევე დამოკიდებული საერთაშორისო მხარდაჭერა. გთხოვთ, არ შედრკეთ და ბოლომდე ვირწმუნოთ, რომ ჩვენი გამარჯვება ჩვენსავე ხელშია. მიყვარხართ, თქვენი ერთგული მიხეილ სააკაშვილი”, – წერს სააკაშვილი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი