საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ საკააშვილი საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებულია. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
“მინდა, საზოგადოებას ვაცნობო, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. ის გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩვენმა სამართალდამცველებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.