მიხეილ სააკაშვილის ოჯახი საპროტესტო აქციებს აანონსებს

მსჯავრდებულის, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი საპროტესტო აქციებს აანონსებს. ამის შესახებ სააკაშვილის ძმამ განაცხადა.

“ორი დღე ვაკვირდებოდით მიმდინარე პროცესებს და გვესმის ქილიკი, შეურაცხყოფა ჩვენი ოჯახის… “თუ საჭმელია, ჭამოს არაჟანი” და ა.შ. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, გონს მოეგეთ, აღარ არის დრო ასე მოექცეთ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს წინსვლაში, ამიტომ ჩვენ, ოჯახმა, გადავწყვიტეთ, ხვალ საღამოს, კანცელარიასთან 19:00 საათზე დავაორგანიზოთ აქცია,” – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ სააკაშვილი დღეს ციხეში მისმა ადვოკატმა მოინახულა, რომელიც კიდევ ერთხელ ითხოვს პატიმრის საზღვარგარეთ კლინიკაში გადაყვანას.

ადვოკატი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და აუცილებელია შესაბამისი მკურნალობა დროულად მიეწოდოს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი