7 ნოემბრის საქმე საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. სხდომას თავად მსჯავრდებული ესწრება.
სიტყვით გამოსვლისას მან უვადო შიმშილობა გამოაცხადა.
“დღეიდან ვაცხადებ უვადო შიმშილობას, სრულს და ეს არის რეაქცია იმაზე, როგორც გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩემს ხალხს. აქ ჩემი ჯანმრთელობა არის მეასეხარისხოვანი”, – განაცხადა სააკაშვილმა.