მიხეილ სააკაშვილს გადაადგილება უჭირს

მსჯავრდებულის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, დაცვის მხარე სასამართლო პროცესზე ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, შუამდგომლობას დააყენებს, რადგან სააკაშვილს გადაადგილება უჭირს.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ბოლო ინფორმაცია, რომელიც მაქვს, არის ის, რომ არ გრძნობს თავს კარგად და უჭირს გადაადგილება. თუ ის დღევანდელ სხდომას ვერ დაესწრება, ერთადერთი მიზეზი იქნება ის, რომ მას უჭირს გადაადგილება და აქვს ჯანმრთელობის პრობლემა.

რაც შეეხება თავად სხდომას, ამჟამად ვიმყოფებით მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე, ჩვენ გვექნება რამდენიმე შუამდგომლობა, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. კონკრეტულად შუამდგომლობის შინაარსზე ამჟამად ვერ ვისაუბრებ, ვიდრე პროცესი არ დაიწყება”, – აღნიშნა თუთბერიძემ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესმე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი