მიხეილ სააკაშვილს კლინიკა “ვივამედში” გადაყვანას შევთავაზებთ – რატი ბრეგაძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა “ვივა მედში” გამოკვლევებისთვის გადაყვანას შესთავაზებს.

“ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობიანი სახელმწიფო, ვმოქმედებთ ყოველთვის ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამისად, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით, გაუკეთდება შეთავაზება რომ გაყვანილ იქნეს კლინიკა ვივა მედში, სადაც მას ჩაუტარდება გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობა” – განაცხადა ბრეგაძემ

კომენტარები

დატოვე კომენტარი