მიხეილ სააკაშვილთან კლინიკა „ვივამედში“ ამერიკელი ექსპერტი შევიდა

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა “ვივამედში” ამერიკელი სამედიცინო ექსპერტი ერიკ გოლდსმიტი მივიდა. მას მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ერთ საათში კი მიხეილ სააკაშვილის გამოკვლევის პროცესში შვეიცარელი ექიმიც ჩაერთვება. ამ მედიკოსების დასკვნაზე იქნება დამოკიდებული მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადება და უცხოეთში სამკურნალოდ გაშვება.

ცნობილია, რომ სამედიცინო დასკვნას უცხოელი ექსპერი სამ სექტემბერს დადებს.

ადვოკატის, შალვა ხაჭაპურისძის თქმით, უცხოელმა ექსპერტებმა პასუხი უნდა გასცენ ორ მთავარ კითხვას – არის თუ არა სააკაშვილი მძიმე ავადმყოფი და უშლის თუ არა მისი ავადმყოფობა ხელს სასჯელის მოხდაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი