მიმდინარე წელს სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 80-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის პირველი იანვრიდან 30 მაისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1121 ფაქტი გამოავლინეს.

93 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. აქედან ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 88 ფაქტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით გამოვლინდა. ინფორმაციას ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 278 ფაქტი და ამოღებულია 120 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი