მინდა გავამხნეო მთელი მოსახლეობა, რომ ყველაფერი იქნება კარგად, არავითარი ქაოსი არ იქნება – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, არავითარი ქაოსი, არეულობა თუ დღის წესრიგის შეცვლა არ მოხდება.

“თქვენ მოგვანიჭეთ მანდატი, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდებით, ვიცავთ და ვაფასებთ. ამ ნდობის გაცრუება არ და ვერ მოხდება. მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის კიდევ ერთხელ და მადლობა ამ ცხელ დღეებში თქვენი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ, გვესმის და ვაფასებთ. უნდა გვესმოდეს, რომ შექმნილი ვითარება გამოძახილია იმ პროცესის რაც ჩვენი ქვეყნის გარშემო მიმდინარეობს და საიდანაც აუცილებლად გავალთ სამშვიდობოს,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი