მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს რომ მეორე ტურს აზრი არა აქვს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ”ნაციონალური მოძრაობის” წევრების არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს. ექსპრეზიდენტის თქმით, მეორე ტური უაზრობაა და ამის მიზეზი სხვადასხვა ფაქტორია.

”ამ სიტუაციაში საუბარი იმაზე, რომ მეორე ტურში რამე შეიცვლება, სანამ მთავარი ფაქტორები არის იქ, უაზრობაა. მეორე ტურის წინ ივანიშვილს ნათქვამი აქვს, რომ მის კანდიდატებს გაამარჯვებინებს ყველა ოლქში. რა თქმა უნდა, დღევანდელი საარჩევნო სისტემის პირობებში ეს ასეც იქნება. ამიტომ, მე ვერ ვხედავ აზრს. რა თქმა უნდა, ეს ყველა კანდიდატის ინდივიდუალური გადასაწყვეტია მეორე ტურში მონაწილეობა და ამით ლეგიტიმაცია ძალიან უხეში დარვევებით ჩატარებული არჩევნების. რა შეეხება შემდგომ მოქმედებებს, ახლა არ არის ხელების ჩამოშვების დრო. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ შემდგომი პერიოდი იქნება ძალიან რთული”, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი