მიხეილ სააკაშვილი თანამდებობიდან გადადგა

უკრაინის, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი თანამდებობიდან გადადგა.

შესაბამისი განცხადება სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით,  ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება და ის ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინა „კორუფციული სიბინძურისგან“ გაათავისუფლოს.

„გადავწყვიტე თანამდებობის დატოვება და ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყება“, – განაცხადა მან.

გადადგომის გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც ოდესის პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გიორგი ლორთქიფანიძე გადადგა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი