,,ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გამგებლობის კანდიდატად ლაშა გოგია წარადგინა. ე.წ. პრესოვკა-მახარაძის უბანში, კი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საკრებულოს შუალედურ არჩევნებში თაზო ფაცაცია იქნება.
კანდიდატების წარდგენა მმართველი პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის საარჩევნო შტაბის ოფისში გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ ლაშა გოგია 2014 წლიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. თაზო ფაცაცია 2012 წელს “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წევრი იყო, ხოლო შემდგომ მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს ხელმძღვანელობდა.