მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტებმა მერაბ ქვარაიას ბრიფინგი ჩაშალეს

“მთავარის” პრესკლუბში, სადაც მერაბ ქვარაია ბრიფინგს მართავდა, მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტები მივიდნენ. აქტივისტებმა ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს მოსთხოვეს პასუხი – თუ რატომ არ დაუჭირა მხარი საარჩევნო სისტემის პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტს.

მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტებმა უმრავლესობის დეპუტატს პრესკონფერენციის ჩატარების საშუალება არ მისცეს.

პროტესი გავრცელდა შენობის გარეთაც. “ევროპული საქართველოს” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები აქტივისტებთან ერთად მერაბ ქვარაიას ბიუროზე ბოქლომის დადებას ცდილობდნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და საჯარო სამსახურების თანამშრომელთა ნაწილი, რომელთაც აქციის მონაწილეებს ბიუროს “დაბოქლომების” საშუალება არ მისცეს.

ადგილზე რამდენჯერმე მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი