მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა დაჩი ბერაიას ბიუროსთან აქცია გამართეს

მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა ხობის მაჟორიტარი დეპუტატის დაჩი ბერაიას ბიუროს შენობასთან აქცია გამართეს.

აქტივისტები სკანდირებენ „ბერაია მონა“, „ფეოდალი ბერაია“. მათ დეპუტატს სათამაშო ცხენი – „ბიძინას შიკრიკისთვის“ მიუტანეს.

„ქართულმა ოცნებამ“ და გადაგვაგდო სრულიად საქართველო, ჩვენ ამ ბრძოლას აუცილებლად გავაგრძელებთ და შევუქმნით დისკომფირტს დეპუტატებს. მოძრაობა „შეცვალე“ ამ ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებს“, – აცხადებენ აქტივისტები.

დღეს მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტები ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროსთანაც იმყოფებოდნენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი