მოქალაქეობრივი ეთიკა არ მაძლევს უფლებას საჯარო პოლემიკაში შევიდე პრეზიდენტთან – ხატია მოისწრაფიშვილი

მოქალაქეობრივი ეთიკა არ მაძლევს უფლებას, საჯარო პოლემიკაში შევიდე პირდაპირი წესით არჩეულ საქართველოს პრეზიდენტთან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი, ხატია მოისწრაფიშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

„რამდენიმე დღეა, არ წყდება სატელეფონო ზარები ჩემი კოლეგებისგან. გასაგებია, რომ საკითხისადმი არსებობს ლეგიტიმური ინტერესი, მაგრამ მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება და მოქალაქეობრივი ეთიკა არ მაძლევს უფლებას, საჯარო პოლემიკაში შევიდე პირდაპირი წესით არჩეულ საქართველოს პრეზიდენტთან და ამიტომ თავს შევიკავებ კომენტარისგან. იმედს გამოვთქვამ, რომ ქართული მედია გაითვალისწინებს ჩემს პოზიციას და ინციდენტს ამოწურულად ჩათვლის“, – წერს მოისწრაფიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი