მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ 4 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს, ასევე, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა – გაეთავისუფლებინათ დაკავებულები დარბაზიდან. მათ 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სხდომას ანდრო ჭიჭინაძის კოლეგები, ოჯახის წევრები და დაკავებულების ახლობლები ესწრებოდნენ. 

კომენტარები

დატოვე კომენტარი