მსოფლიო რაგბის ოცწლამდელთა ჩემპიონატის თასი საქართველოს რეგიონებში მოგზაურობს. ეს პრესტიჟული სარაგბო ჯილდო, დღეს ზუგდიდში დადიანების სასახლეთა ეზოში გამოიფინა.
რაგბის თასს ზუგდიდში მოსახეობასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვეტერანი და მომავალი რაგბისტები დახვდნენ.
მსოფლიო რაგბის თასი გუშინ, ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებაში, უშგულში გამოფინეს. თასი უშგულამდე მესტიაში მოგზაურობდა.
საქართველო მსოფლიო რაგბის ოცწლამდელთა ჩემპიონატს პირველად მასპინძლობს, ის თბილისსა და ქუთაისში 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. მსოფლიო თასის მოსაპოვებლად 12 უძლიერესი გუნდი იბრძოლებს.