მთავრობის კანცელარიასთან 2 პირი დააკავეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება, ორი პირი დააკავეს.

დაკავებულები შენობის წინ “თავისუფლება მიშას” წარწერის დატოვებას ცდილობდნენ, თუმცა მათ სამართალდამცველებმა ამის უფლება არ მისცეს.

აქციის მონაწილეების თქმით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და ის უნდა გათავისუფლდეს.

ყოფილი პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ციხეში შიმშილობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი