“ნაციონალური მოძრაობა”: “ხელისუფლება ღიად თანამშრომლობს რუსულ სპეცსამსახურებთან”

პატიმარ გიორგი ლუკავას ახლობლებმა და მხარდამჭერებმა ენგურის ხიდთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც შეუერთდნენ. გაკეთდა განცხადებებიც. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კოტე იოსელიანი გიორგი ლუკავას საკითხზე საუბრისას აცხადებს, რომ არც ერთი მოქმედი და ყოფილი ძალოვანი და მებრძოლი არაა დაზღვეული იმისგან, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ის რუსულ სპეცსამსახურებს გადასცეს.

„სამწუხაროდ, დღეს გვაქვს იეთი კატასტროფული ვითარება, რომ საქართველოს ხელისუფლება უკვე ღიად თანამშრომლობს რუსულ სპეცსამსახურებთან და კონვეერული წესით გადასცემს მათ ყოფილ მებრძოლებს, ყოფილ პოლიციელებს. დღეს არც ერთი მოქმედი და ყოფილი ძალოვანი არაა დაზღვეული იმისგან, რომ, თუკი ეს იქნება ივანიშვილის ინტერესი, მას და მისი ოჯახის წევრებს გადასცემენ რუსეთს თავისუფლად. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ გიორგი ლუკავა გაიყვანეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. იმის მაგივრად რომ ხელისუფლებამ გარკვეული კომუნიკაცია განახორციელოს და დავადგინოთ მისი ადგილსამყოფელი და ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალები, ეს ხალხი ისე გადადის, გადმოდის, საერთოდ სიტყვას არ გვეუბნებიან. დარწმუნებული ვართ, ზუსტად იციან, რა ვითარებაა, თუმცა დავალება აქვთ ამ მიმართულებით მიღებული, რომ წინსვლა არ იყოს არანაირი“, – აცხადებს იოსელიანი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი