“ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერს თავს დაესხნენ” – ანა წითლიძე

პარტიის ინფორმაციით, სოფელ ინგირში “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერსა და აქტივისტს, ზური ბეჭვაიას თავს დაესხნენ.

მათივე თქმით, ის რუსეთიდან მეორე ტურში ხმის მისაცემად ჩამოვიდა. პარტიის წევრის, ანა წითლიძის ინფორმაციით, ბეჭვაიას 5 მანქანით დაესხნენ თავს, სცემეს და წაართვეს პირადი ნივთები. პარტიაში მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ.

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, რომ გამოძიება უკვე დაწყებულია.

“მომხდარის შესახებ მეც მედიიდან და სოციალური ქსელებიდან გავიგე, თუმცა ისიც გავიგე, რომ სამართალდამცველები უკვე ჩართულები არიან და აუცილებლად უნდა დაისაჯოს ნებისმიერი ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეიძლება რაიმე ფორმით ძალადობდეს მეორე ადამიანზე,” – ამბობს ირაკლი ჩიქოვანი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი