“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიული საარჩევნო სია 10 დღეში გახდება ცნობილი. ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს სერგო რატიანმა განუცხადა. „შედეგებს 10 დღის შემდეგ მოგახსენებთ. სიაში იქნებიან დემოკრატიულად შერჩეული კანდიდატები. ყველა რეგიონს საშუალება აქვს, თავად წარმოადგინონ კანდიდატები. სწორედ ამიტომ ვიგებთ ჩვენ არჩევნებს და სახლში გავისტუმრებთ ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა რატიანმა.