„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის ნაწილი ცნობილია

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” საარჩევნო სიის ნაწილი წარადგინა. სია საზოგადოებას პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ გააცნო.

სიის პირველი ათეული ასე გამოიყურება: დავით ბაქრაძე; ელენე ხოშტარია; რომან გოცირიძე;  ნიკა მელია; გიორგი ტუღუში;  ოთო კახიძე; სალომე სამადაშვილი;  ირაკლი აბესაძე; სერგი კაპანაძე;  სერგო რატიანი.

ამასთან,  პარტიის ახალი სახეები იქნებიან ლელა ქებურია, დიტო ძაგნიძე, სოფიო სიუკაევა, ნინო კვიტაიშვილი, მარიამ რამინაშვილი და ბესო წერედიანი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი