პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავა. მათგან 7 ნარკორეალიზატორია. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.
რამდენჯერმე მოხდა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და ფაქტის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.