ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე “თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქტივისტი დააკავეს

“Gem Fest”-ის ტერიტორიაზე “თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქტივისტი ბაქარ ყორშია დააკავეს. როგორც “Newsportal.ge”-ს შსს-ში განუმარტეს, სამართალდამცველები ყორშიას ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვას ედავებიან და გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს. ნივთირების დასადგენას ექსპერტიზაც ჩაინიშნა.

დაკავებული ამ წუთებში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში დაკითხვაზეა გადაყვანილი. მასთან საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ჯანო ჭკადუაც იმყოფება.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი