ზუგდიდის სოფელ დარჩელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და მახარდამჭერებმა “კონსერვატიული მოძრაობის” ოფისის გახსნა გააპროტესტეს.
“ენმ”-ის წარმომადგენლებმა პარტიის წევრებს ოფისის გაუქმება მოსთხოვეს, რასაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება და ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
“ენმ”-ში აცხადებენ, რომ “კონსერვატიული მოძრაობა” პრორუსული ძალაა და მათ მუშაობას რეგიონში არ დაუშვებენ. თავის მხრივ, ბრალდებებს ადგილზევე უპასუხეს “კონსერვატიული მოძრაობის” წარმომადგენლებმა. მათ აქციის მონაწილეებს პროვოკატორები უწოდეს და განაცხადეს, რომ რუსეთთან არანაირი კავშირი არ აქვთ.
პოლიციელებმა ადგილზე ვითარება განმუხტეს.