“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში 5 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდულ ოფისში 5 ადამიანი დააკავეს. 

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მონაწილეობის და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩხრეკა მიმდინარეობს.  

პოლიციელებმა ოფისიდან სხვადასხვა ინვენტარი გაიტანეს. ბროსეს 6 ნომერთან იმყოფებიან კოალიციის ლიდერებიც,  მათ შორის, თინა ბოკუჩავა, ლევან სანიკეძე და ლევან ბეჟაშვილი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი