NDI – საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ 32% მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ 26%

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა” (NDI)  და “CRRC – საქართველო” დღეს მედიას ივნისის საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილი წარუდგინა.

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 32% იმ ამომრჩევლებიდან, რომლებიც არჩევნებზე წასვლას გეგმავენ და გადაწყვეტილი აქვთ, ვის დაუჭერს მხარს,  ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, ხოლო 26% – “ნაციონალურ მოძრაობას“.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 10%-მა პასუხზე უარი განაცხადა, 7% – “პატრიოტთა ალიანსს” მისცემდა ხმას, 6%-მა არ იცის, 6%-ხმას მისცემდა მოძრაობას “სახელმწიფო ხალხისათვის, 2% – არც ერთ პარტიას, ხოლო სხვა პარტიებს გამოკითხულთა 11 % მისცემდა ხმას. გამოკითხულთა 38%-ს უკვე გადაწყვეტილი აქვს, თუ ვის მისცემდა ხმას არჩევნებზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, 57%-ს კი გადაწყვეტილი არ აქვს.

რაც შეეხება უშუალოდ შეკითხვას, ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, დადებითი პასუხი რესპონდენტთა 67 %-მა გასცა. 33 %-ს შეადგენს, ვინც სავარაუდოდ არ აპირებს არჩევნებზე წასვლას.

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 17% ხმას ”ქართულ ოცნებას” მისცემდა, ხოლო 13% – ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”.

ამავე კვლევის თანახმად, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 38%-მა არ იცის, 14%-მა პასუხზე უარი განაცხადა, 5% არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას, 4% – მოძრაობას ”სახელმწიფო ხალხისათვის”, 3% – „პატრიოტთა ალიანსს“, ხოლო სხვა პარტიებს – 7%.

სხვა პარტიებში კი შედიან: ”თავისუფალი დემოკრატები”, ლეიბორისტული პარტია”, ”დემოკრატიული მოძრაობა”, ”გირჩი”, რესპუბლიკური პარტია”, ”თავისუფალი საქართველო”, ”ქართული პარტია”, ”ეროვნული ფორუმი”, ”კონსერვატიული პარტია”, ”ქართული დასი”, ”მრეწველები”, ”მემარცხენე ალლიანსი” და ”ახალი მემარჯვენეები”.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 19% აცხადებს, რომ “ქართული ოცნება”, 15%-ისთვის – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, არ იცის – 10%-მა. მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისათვის” ყველაზე ახლოს დგას გამოკითხულთა 5%-ისთვის, “პატრიოტთა ალიანსი” – ასევე 5%-თთან. “თავისუფალი დემოკრატები” – 4%-თთან, “ლეიბორისტული პარტია” – ასევე 4%-თან, ხოლო სხვა პარტიები 6 %-თან.

ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 57%-ს გადაწყვეტილი არ აქვს ვის მისცემდა ხმას არჩევნებზე, 38%-ს უკვე გადაწყვეტილი აქვს.

ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, დადებითი პასუხი რესპონდენტთა 67 %-მა გასცა. 33 %-ს შეადგენს, ვინც სავარაუდოდ არ აპირებს არჩევნებზე წასვლას.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4,113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

 

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი