ნებისმიერი თავდასხმა ქართულ დემოკრატიაზე არის განწირული – კობახიძე

პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, ნებისმიერი თავდასხმა ქართულ დემოკრატიაზე არის საბოლოოდ განწირული.

“ოპოზიცია შევიდა მძიმე პროცესში. მათ სცადეს ხელისუფლების გადატრიალება, სცადეს ძალადობრივი რევოლუციის მოწყობა და ახლა აღარ იციან, როგორ გამოვიდნენ ამ დღის წესრიგიდან. მე ყველას ვურჩევდი, რომ გადაიაზრონ ყველაფერი. დასრულებულია ძალადობრივი გზით რევოლუციების მოწყობა და ყველა უნდა გადაერთოს ახლა სხვა დღის წესრიგზე. ეს არის ის დღის წესრიგი, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ეს იქნებოდა ჩემი მოწოდება ყველას მიმართ. 29-ში, გუშინ საბოლოოდ გაფორმდა ოპოზიციის დამარცხება, როცა საბოლოოდ ჩამოყალიბდა ხელისუფლება თავისი ყველა განშტოებით და საბოლოოდ განმტკიცდა ჩვენი დემოკრატიული სისტემა. ნებისმიერი თავდასხმა ქართულ დემოკრატიაზე არის საბოლოოდ განწირული, იქნება ეს შიდა სუბიექტების თუ გარე სუბიექტების მიერ განხორციელებული თავდასხმები. ყველამ პატივი უნდა სცეს ქართულ დემოკრატიას, ჩვენს დემოკრატიულ სისტემას. ეს არის ჩემი მოწოდება ყველას მიმართ, მათ შორის ოპოზიციის მიმართაც“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი