ოპოზიციური პარტია „ახალის“ დამფუძნებელი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია დააკავეს.
პოლიციელებმა გვარამია მისი მოკავშირეების, „გირჩი-დროას“ ოფისთან, მას შემდეგ დააკავეს, რაც შსს-ის წარმომადგენლებმა იქ ჩხრეკა ჩაატარეს.
იგი პოლიციელმა ჰაერში ატაცებული გაათრიეს პოლიციის მანქანამდე.
რამდენიმე ოფისში ჩატარდა ჩხრეკა. კერძოდ, პარტიებს შორისაა „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი“, „დროას“ და ნიკა გვარამიას „ახალი“.
მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციების პარალელურად, „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა: “ოფისებში შემალული მდიდარი NGO-ების ლიდერებიც ვერ გაექცევიან კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას“.